საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მარცხი იწვნია, ესპანეთის წინააღმდეგ უშანსოდ დავმარცხდით.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრეების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გააკეთა კომენტარი:
“პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი დღევანდელი თამაშისთვის. 0 იყო ბრძოლისუნარიანობა, 20-25 წუთი მეტნაკლებად ნორნალური იყო, მაგრამ რაც შემდგომში ვიხილეთ ყოვლად მიუღებელია. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და გვამხნევებდნენ. ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევ ბრძოლის გარეშე, მინდა ეს გაიაზროს ყველა მოთამაშემ და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიძლიერის გუნდთან თამაშობ, უნდა გახვიდე მოედანზე და აჩვენო შენი მაქსიმუმი. თურქეთი ძლიერი გუნდია, კარგი მწვრთნელით და კარგი მოთამაშეებით, რთული თამაში გველის ხვალ, მაგრამ მთავარია ვიბრძოლოთ და არ დავნებდეთ”.
კომენტარები post