მადრიდის “რეალი” თავის ბრაზილიელ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ესპანური გრანდისთვის როდრიგოსთან, ედერ მილიტაოსთან და ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტების გახანგრძლივება პრიორიტეტულია.
ამ ინფორმაციას ტრანსფერების გურუ, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი ცნობით როდრიგო და მილიტაო კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებენ, ვინისიუსი კი 2026 წლამდე გაახანგრძლივებს. სამივე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება
რაც შეეხება მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რეალის სატრანსფერო პოლიტიკას, “სამეფო კლუბი” თავისუფალი აგენტის სტატუსით, მარსელომ, ისკომ და გარეთ ბეილმა დატოვეს. მადრიდულმა გრანდმა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მონაკოდან ორელიენ ჩუამენი დაიმატა, ხოლო ანტონიო რუდიგერი, ჩელსიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კომენტარები post