ზუსტად ერთი წლის წინ, ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.
ბექაური ფინალურ ორთაბრძოლაში გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და ვაზარიზე დასცა, რასაც შებოჭვა მიაყოლა, თუმცა, იპონის დაფიქსირებამდე 3 წამი დააკლდა. სამაგიეროდ, მას ილეთი აღარ გაუშვია, მხოლოდ 1 შიდო მიიღო და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შესძლო.
ამასთან დაკავშირებით ლაშამ პოსტი გამოაქვეყნა.
“28 ივლისი ისტორიული დღეა. 1 წლის ოლიმპიური ჩემპიონი”, – წერს ბექაური.
კომენტარები post