33-წლიანი პაუზის შემდეგ “ნაპოლი” სერია A-ს მესამედ მოგებასთან ახლოსაა, ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილში 71 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ “ლაციოს” 19 ქულით უსწრებს.
La Repubblica-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩემპიონობის აღსანიშნავად საკრუიზო გემზე 1000 სტუმარის მოწვევას აპირებს.
“ნაპოლის” ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ქალაქის მუნიციპალიტეტი და კლუბი სკუდეტოს აღსანიშნავ სამზადისს უკვე შეუდგნენ. “პარტენოპეიმ” მსგავსი წვეულება ადრეც მოაწყო, როდესაც დიეგო მარადონამ გუნდს ნანატრი ტიტული მოაპოვებინა, თუმცა ამჯერად ყველაფერი უფრო გრანდიოზული იქნება.” – წერს გამოცემა.
კომენტარები post