მექსიკაში ადგილობრივი ჩემპიონატის მე-9 ტურში “კერეტარო” საკუთარ მოედანზე “ატლასს” დაუპირისპირდა, აღნიშნული მატჩი უდიდესი ტრაგედიის მიზეზი გახდა.
მატჩის მე-60 წუთზე, როდესაც სტუმრები 0-1-ს იგებდნენ, ქომაგებმა ტრიბუნაზე ჩხუბი დაიწყეს, რომელიც მალევე უფრო მასშტაბური გახდა და უამრავი ადამიანი ჩაერია.
აღნიშნული დაპირისპირება არა მარტო ტრიბუნებზე, არამედ სტადიონსა და მის შემოგარენშიც გაგრძელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი., ხოლო დაშავდა ათეულობით პირი.
მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება მექსიკის პოლიციას არ გაუკეთებია, რაიმე სახის ოფიციალურ გზავნილს არც გუნდები ავრცელებენ.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები post