“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ BBC-ს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა გაიხსენა.
მან გასულ წელს გაასაჯაროვა, რომ 13 წლის ასაკში მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მასწავლებელმა პატრისის პენისი პირში ჩაიდო.
“13 წლის ასაკში ჩემზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია. უბრალოდ საკუთარი თავის მრცხვენოდა.”
“ამის შემდეგ ყველასადმი ნდობა დავკარგე, რადგან ასეთმა ავტორიტეტულმა ადამიანმა დანაღალატა.” – განაცხადა ევრამ.
კომენტარები post