ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი UFC-ს ოქტაგონზე უკვე 14 თვეა არ გასულა. მან ბოლოს 2021 წლის ივლისში დასტინ პორიესთან იჩხუბა და დამარცხდა. კონორმა ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა.
ESPN MMA TEAM-მა დაასახელა ის 5 მებრძოლი, რომელთანაც კონორმა ოქტაგონზე დაბრუნებისას შეიძლება იჩხუბოს: ჩარლზ ოლივეირა, ხორხე მასვიდალი, პადი პიმბლეტი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ჯასტინ გეიჯი ან ისეთი მებრძოლი, რომელსაც ჯერ UFC-ს ტიტული არ მოუგია.
კონორს კარიერაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 22 მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა. კონორი UFC-ში 2013 წლის აპრილიდან ასპარეზობს და 14 ბრძოლიდან 10 გამარჯვება მოიპოვა.
კომენტარები post