ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

16 წლის შემდეგ, ლივერპულმა ინგლისის თასი მოიგო


  • 1 თვის წინ
16 წლის შემდეგ, ლივერპულმა ინგლისის თასი მოიგო

გუშინ, 14 მაისს ინგლისის თასის ფინალი გაიმართა, ერთმანეთს "ლივერპული" და "ჩელსი" დაუპირისპირდა. 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდმა. კლოპის გუნდმა გამარჯვება(6:5)  პენალტების სერიაში მოიპოვა.

"ჩელსის" მხრიდან პირველი თერთმეტმეტრიანი ასპილიკუეტამ გააფუჭა, ხოლო მალევე სადიო მანემ.  მე-7 პენალტი  მეისონ მაუნთს აუღო  "ლივერპულის" მეკარემ, რის შემდეგაც ბერძენმა კონსტანტინოს ციმიკასმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და "ლივერპულს" FA CUP 16 წლის შემდეგ მოაგებინა. 

შეგახსენებთ, რომ მატჩში მოჰამედ სალაჰმა ტრამვა მიიღო და მას მოედნის დატოვება მოუწია, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ორი კვირით ადრე ჯერჯერობით უცნობია ეგვიპტელი ითამაშებს თუ არა "რეალის" წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ლიგის ფინალიც ტრამვის გამო მალევე დატოვა სალაჰმა. 

ასევე დაგაინტერესებთ