18 წლის ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი კარიერას დინამო თბილისის აკადემიიდან ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს. ინფორმაცია პორტუგალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიის უდიდესი კლუბში გადავედი. ვეცდები, იმდენი ვითამაშო და იმდენად განვითარდე, რამდენადაც შევძლებ. ვიცნობ სპორტინგის ისტორიას, რადგან კლუბის მუზეუმში ვიყავი და ბევრი რამ გავიგე”, – უთხრა ბერუაშვილმა სპორტინგის ოფიციალურ ვებგვერდს.
ბერუაშვილი თავდაპირველად, სავარაუდოდ, ლისაბონელთა მეორე გუნდში ითამაშებს, თუმცა, სპორტინგის ოფიციალურ განცხადებაში ეს დადასტურებული არ არის. პაპუნა პორტუგალიურ კლუბს იჯარით შეუერთდა და 2023 წლის ზაფხულში სპორტინგს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
კომენტარები post