გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ბულინგის ტალღა წამოიწყო, ახლა თავადაა კრიტიკის მსხვერპლი. ქართველი აქტივისტი ახლა სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:
“ესაა ხვიჩას ნათქვამი სიტყვა, ქართულად, ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემს დაწერილ წინა პოსტს ცუდი რეაქციები მოყვა. ზოგი კვარას აგინებს, ზოგიც მე არადა მარტივადაა ყველაფერი:
“ბოლო ათწლეულების უდაოდ ყველაზე დიდი ტალანტია ეს ბიჭი და მისი ქომაგების სიაში მეც ვარ! ბუნებრივია მისგან ფეხბურთის თამაშის გარდა ისეთი პოზიციის გაჟღერებას ველი(თ), რომელიც ყველაზე მართალია. თუ გნებავთ უკან დახევად მიიღეთ ეს პოსტი, თუ გინდათ თავის დაძვრენად, გინდათ ბოდიშად ან ბოდვად.
პატარა ერის კომპლექსი გვაქვს და ყველა წარმატებული ქართველი გვინდა ყველფერში იდეალური იყოს. წარმატებები საქართველოს, კვარას და უკრაინას
რუსეთის დედას შევეცით!” – წერს მაქარაშვილი.
კომენტარები post