თბილისში, ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის მემორიალური დაფა შავად შეღებეს. აღნიშნულ ფაქტს ცნობილი ჟურნალისტი, ელენე ბილიხოძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, მემორიალური დაფა 2014 წლის 5 მაისს გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხის თამაშის სანახავად გულშემატკივრები სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან ედევნებინათ თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის. სადაც მესხის ფლანგი იყო, არ გამოგრჩებოდა მისი არცერთი ფინტი და მოძრაობა, ასევე უკეთ იქნებოდი დღესასწაულის თვითხმილველი და თანამონაწილე.
კომენტარები post