გიორგი ქადაგიძემ ტელეკომოპანია “ფორმულას” ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მან კარგად დაგვანახა, თუ რა განსხვავებაა ევროპასა და რუსეთს შორის.
“ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება კარგი მაგალითია, თუ რა არის ევროპა და რა რუსეთი. ხვიჩა თამაშობდა რუსეთში, მაგრამ საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში დიდად არ მოხვედრილა… როგორც კი ევროპაში გადავიდა, იმ წუთშივე ხვდება წამყვან გამოცემებში”, – ასე ისაუბრა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ “ნაპოლიშ” უკვე 5 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის ჩაწერაც მოახერხა აქტივში.
კომენტარები post