მადრიდის “რეალის” ვარსკვლავური ნახევარდაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ტონი კროოსი შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე ვეღარ ვიხილოთ. როგორც გავლენიანი გამოცემა AS წერს, 32 წლის ფეხბურთელი უარს აცხადებს ესპანურ გრანდთან გააგრძელოს კონტრაქტი, რომელსაც ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.
ადრეულ წლებში კროოს მინიშნება აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ის პიკზე წასვლას აპირებს და არა მანამდე თამაშს, სანამ ამის საშუალებას ორგანიზმი მისცემს. ტონის საფეხბურთო კარიერისთვის მაქსიმუმ 34 წელი ჰქონდა გამოყოფილი და ისიც ნათქვამი აქვს, რომ არ უნდა ახალგაზრდების განვითარებას ხელი შეუშალოს.
მადრიდელებმა გერმანელის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს. უმთავრეს კანდიდატად კი ბრაზილიური ფლამენგოს 21 წლის ნახევარმცველი გომეს და სილვა მოიაზრება.
კომენტარები post