დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირზე დაიწყებს ასპარეზობას, მისი მეტოქე 23 წლის ბელგიელი, ზიზუ ბერგსი იქნება.
ქართველის მეტოქე მეცის 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და ის ნიკოლოზს კარიერაში არასდროს შეხვედრია.
თუ ბასილაშვილმა მერვედფინალში გააღწია, იქ მისი მეტოქე ან ესპანელი ხაუმე მუნარი, ან ფრანგი არტურ რიდნარეკი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს გამარჯვება 1 ივლისის შემდეგ არ აქვს მოპოვებული და მან ზედიზედ 6 თამაში სეტის მოუგებლად წააგო. მატჩი თბილისის დროით 15:30-ზე გაიმართება.
კომენტარები post