საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” რიგებში თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კვარას ჰკითხეს, თუ რატომ აირჩია 77 ნომერი, ბევრი ფეხბურთელი არაა ვინც ამ ნომრით თამაშობს. ხვიჩამ კი ასეთი პასუხი გასცა:
“77 ავირჩიე იმიტომ, რომ 7 ჩემი საყვარელი ციფრია და ვინაიდან 7 ნომერი თავისუფალი არ იყო, ამიტომ, 77 ნომრის აღება გადავწყვიტე.”- განაცხადა კვარაცხელიამ.
კომენტარები post