დარწმუნებული ვერ ვიქნები, თუმცა ძალიან მგონია, რომ ამგვარი ჰოკეის ჩემპიონატის გახსნა ნანახი აქამდე არ გექნებათ.
რუსეთის ჰოკეის კომიტეტმა ჩემპიონატის გახსნა გრანდიოზულად გადაწყვიტა. ადგიზე მისული გულშემატკივრები კი შოკში ჩავარდნენ.
ჩემპიონატის დაწყებამდე ჰოკეის მოედნიდან წყაქვეშა გემი ამოვიდა, რაზეც გულშემატკივრები გაგიჟდნენ და ზოგიც დაპანიკდა.
თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყოველივე რუსულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნოდა, რომელმაც უზუსტესი კომპიუტერული გრაფიკით, მისულ გულშემატკივარს მოვლენის რეალობა დააჯერა.
კომენტარები post