NBA-ს ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოელაპარაკა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს, რომლის ცნობით, შეთანხმება ორწლიანია, თანხა კი 97,1 მილიონ დოლარს შეადგენს.
37 წლის კალათბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება ლეიკერსთან, რომელშიც წლიურ ხელფასად 44,5 მილიონი დოლარია გათვალისწინებული, დამდეგი სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
ახალი შეთახნმება ლებრონს, კარიერაში გარანტირებული $532 მილიონით, NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს. ამ მაჩვენებლით ის უკან მოიტოვებს ბრუკლინ ნეტსის ვარსკვლავს კევინ დურანტს ($508 მილიონი), რომელსაც აქამდე ეკუთვნოდა რეკორდი.
კომენტარები post