ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"ადრე ასეთი ფეხბურთელები რეალში ან ბარსელონაში მიდიოდნენ" - კარაგერი ჰოლანდის ტრანსფერზე


  • 1 თვის წინ
"ადრე ასეთი ფეხბურთელები რეალში ან ბარსელონაში მიდიოდნენ" - კარაგერი ჰოლანდის ტრანსფერზე

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა შეაფასა. 

„ეს შესანიშნავი ტრანსფერია არამარტო მანჩესტერ სიტისთვის, არამედ მთლიანი პრემიერ ლიგისთვისაც. ვფიქრობ, ყველანი დაინტრიგებულები ვართ იმით, როგორ გამოიჩენს ის თავს."

"ჰოლანდი და მბაპე - ორი შემდეგი სუპერვარსკვლავია, რომლებიც მესის და რონალდუს დაჩრდილავენ. უბრალოდ აღტაცებას იწვევს ის, რომ ერლინგი პრემიერ ლიგაში გადმოდის".

"ადრე, ძირითადად, ასეთი ფეხბურთელები „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მიდიოდნენ, ახლა კი არის შეგრძნება, რომ პრემიერ ლიგა - მსოფლიოს უძლიერესი ლიგაა ამჟამად.“- განაცხადა ინგლისელმა. 

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის "სიტიში" გადასვლა უკვე თავად კლუბმა დაადასტურა. 

ასევე დაგაინტერესებთ