ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლიში” ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და უკვე გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად შეძლო ჩამოყალიბება.
ბუნებრივია, ახალგაზრდა გარემარბის მსგავსმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიპყრო, ხოლო ნეაპოლური გუნდი მის შენარჩუნებაზე იწყებს მუშაობას.
იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტი იტყობინება, რომ “ნაპოლი” მზადაა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და ხელფასი გაუორმაგოს. როგორც ირკვევა, “ნაპოლი” მოლაპარაკებებს სულ მალე დაიწყებს, ხოლო შეთანხმება კალენდალური წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.
კვარაცხელიას ხელფასი ახალი კონტრაქტის მიხედვით გაორმაგებული იქნება, “ნაპოლი” ჯერ ქართველი ფეხბურთელის გასხვისებას არ გეგმავს და ცდილობს, მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას.
თავდაპირველად, საუბარი 2.5 მილიონზე იყო წლიური ხელფასის სახით, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, კვარას ხელფასი 3 მილიონს + ბონუსები იქნება.
კომენტარები post