გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გიორგის ხელფასი, ახალი კონტრაქტის მიხედვით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება.
“ახალი კონტრაქტის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილის ხელფასი თითქმის 10-ჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, გამოსასყიდი თანხა 20 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე მოიმატებს. ქართველი ახალი კონტრაქტის დეტალებით კმაყოფილია და “ვალენსიაში” დარჩენას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავს. კლუბი იძულებული გახდა, გადაედგა ნაბიჯები, რადგან სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში “მამარდას” მიმართ სხვა კლუბების ინტერესი რეალური იყო.” – წერს გამოცემა.
კომენტარები post