მიუნხენის “ბაიერნმა” თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ტალანტი, ლუკა პარკაძე დაიმატა, რომელიც გერმანიაში ზაფხულში გაფრინდება.
იქამდე, TZ.DE-მ ახალგაზრდა ფეხბურთელს საინტერესო სტატია მიუძღვნა:
“ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. ქართველმა მოთამაშემ თავი ნაპოლიში ჩინებული თამაშით წარმოაჩინა. მიუნხენის ბაიერნი, კვარაცხელია თანამემამულე, ლუკა პარკაძისგანაც იგივეს მოელის. 17 წლის მოთამაშე ბავარიული გუნდის მაისურს 2023 წლის ზაფხულიდან მოირგებს.
17 წლის შემტევი ფეხბურთელი გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა. გაზეთ Guardian-ის შარშანდელი რეიტინგის თანახმად, პარკაძე 60 საუკეთესო ტალანტს შორის არის. მან ბაიერნის სკაუტები ს ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ასაკობრივი გუნდების დაპირისპირების დროს მიიპყრო. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
გერმანიაში იმედოვნებენ, რომ პარკაძე მსგავს დონეს ზაფხულშიც აჩვენებს, როდესაც ბაიერნს შეუერთდება. ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ის აღზევებას კლუბის მთავარ გუნდში და ისე განვითარებას, როგორც ეს ნაპოლიში მოთამაშე მისმა თანამემამულემ მოახერხა. ბაიერნის შეფებს ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი ექნებათ.” – წერია სტატიაში.
კომენტარები post