ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ნაპოლის ქართველი შემტევისადმი მანჩესტერ სიტის ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. ჯუღელმა ასევე 21 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის სატრანსფერო ფასზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ახლახან კრემონეზესთან გამართული იტალიის თასის 1/8-ფინალური შეხვედრა გამოტოვა, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდმა პენალტების სერიაში წააგო – 2:2 (4:5). იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიას გრიპის ვირუსი შეხვდა.
მანჩესტერ სიტის ინტერესსა და სატრანსფერო ჭორებზე: “მაგიდაზე არანაირი ქაღალდი არ მიდევს და ვეჭვობ, ის არც ნაპოლის ოფისშია. გასაგებია, რომ ახლა მისი ყველა ფიქრი მხოლოდ ნაპოლის უკავშირდება. როდესაც არსებობს სერია A-ს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლის შანსი, სხვა გუნდზე როგორ უნდა იფიქრო? იტალიის ჩემპიონატში 9-ქულიანი უპირატესობის განიავება დაუშვებელია, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კი აინტრახტია გასავლელი. ასე რომ, მიზნისთვის აქ და ახლაა საბრძოლველი”.
კომენტარები post