გასულ ღამით “ნაპოლი” “მილანს” ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩა კვარაცხელიასაც, მან პენალტი გამოიმუშავა და მატჩში გარდატეხა შეიტანა.
ახლა კი ხვიჩა საქართველოში გამოემგზავრება და ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშებს. მან ამ თემასთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
“მნიშვნელოვანი 3 ქულა! გუნდის შესანიშნავი თამაში, ბრავო, ბიჭებო! ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების დროა”, – წერს კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.
კომენტარები post