სოლტ ლეიკ სიტიში (აშშ) გამართული ტურნირის UFC 278-ის შემდეგ, UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. როგორც მოსალონდელი იყო, სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა მერაბ დვალიშვილი, რომელიც სამეულში მოხვდა.
დვალიშვილმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში ლეგენდარული ბრაზილიელი, ჟოზე ალდო დაამარცხა და UFC-ში თავისი ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
ამ გამარჯვებით მერაბი სუპერმსუბუქ წონაში 3 ადგილით აღზევდა და მეექვსედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ალდო კი, პირიქით დაქვეითდა და მესამედან მეექვსე პოზიციაზე აღმოჩნდა.
კომენტარები post