“დორტმუნდის” 28 წლის ახალწვეულმა სებასტიან ალემ, რომელსაც სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით ალე გერმანულ კლუბს დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
გერმანული მედიის ცნობით, სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მკურნალობის ეტაპი ამით არ სრულდება და ალეს ჯერ კიდევ დიდი სამკურნალო პროცედურები ელის წინ.
“ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, თუ რა სახის თერაპია დასჭირდება მას. ცხადია, რომ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება”, – განაცხადა დორტმუნდის სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა.
კომენტარები post