The Athletic-მა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
“ერთი წლის წინათ, მას თითქმის არავინ იცნობდა. მას მერე, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ხვიჩა რუბინიდან წავიდა. ახლა მას ნაპოლი სკუდეტოსკენ დამაჯერებლად მიჰყავს, გუნდი არის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც. ხვიჩას უკვე 10-ზე მეტი გოლი და საგოლე პასი აქვს სეზონში, რაც 2006/07 წლების სეზონის მერე არც ერთ დებიუტანტს არ გაუკეთებია TOP 5 ლიგებში. ქართველის “ქიმია” ოსიმენთან მოედანზე მაგარი საყურებელია.
ამას, რომ თავი გავანებოთ, ჩვენ ნაკრებში ავიყვანეთ ბიჭი, რომელსაც ყველაზე მაგარი მეტსახელები აქვს ფეხბურთელთა შორის: კვარადონა, კვარავაჯო და ჩე კვარა”, – წერს The Athletic ხვიჩა კვარაცხელიაზე.
მომზადებულია EUROPOP-ის მიხედვით.
კომენტარები post