“პარი სენ ჟერმენის” შემტევი კილიან მბაპე ამ ზაფხულს მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
მის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. საბოლოოდ ფრანგი პარიზში დარჩა.
კილიანმა მედიასთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბარმა აზრი შეაცვლევინა.
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე საკუთარ მომავალზე საუბარი პრეზიდენტთან მომიწევდა. ეს რაღაც სიგიჟე იყო. მითხრა, რომ სურდა აქ დავრჩენილიყავი, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო” – განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, “პარი სენ ჟერმენი” დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები post