საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან თამაშის წინ რიგაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელებმა: ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენმა კი მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინასთან, ამ ქვეყანაში გაჩაღებული ომის გამო, 1 ივლისს, რიგაში, “რიგა არენაზე” გამართავს. მატჩი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით გაიმართება.
“კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პროცესითა და ყველა კალათბურთელის შრომით ვარჯიშებზე. მძიმე მატჩი იქნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ – გუნდის, რომელსაც შეუძლია პერიმეტრიდან ჩაგდება. ამასთან, აქვს დიდი სიმაღლე ფარქვეშ. თუმცა, ჩვენი კალათბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან. ამ მატჩში გამარჯვება ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება და გამარჯვებას მივაღწევთ”, – განაცხადა ილიას ზუროსმა.
კომენტარები post