ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმაში არ იმყოფება. იტალიური მედიის ნაწილი ქართველ მოთამაშეს აკრიტიკებს, ნაწილი კი კვარას გაბრწყინებას ელოდება.
ამჯერად საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ერთ-ერთ ლიდერზე Il Mattino-მ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:
“კვარაცხელია იმ ფორმისგან შორს არის, რომელიც ტრავმამდე ჰქონდა, თუმცა სპალეტი თავის გამორჩეულ მოთამაშეს ენდობა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. დიდია ალბათობა, რომ იუვებტუსთან მატჩშიც ასე იყოს. ეს შესაძლოა განსაკუთრებული მატჩი აღმოჩნდეს, სადაც ჯადოქარი კვარა დაბრუნდება, რომელმაც წარსულში სერია ა-ში ჩინებული შეხვედრები ჩაატარა.” – წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარები post