“პარი სენ ჟერმენის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს აზრით, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
“პსჟ”-ში მესის გადმოსვლა სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ მასთან ვმუშაობდი, ახლოდან ვნახე. მარადონა მინახავს, ახლა კი მე, არგენტინელმა, მესიც ვიხილე, მასთან ერთად ერთი წელიწადი გავატარე.
რა თქმა უნდა, გამიმართლა. ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს, როცა საუკეთესოებთან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, დალოცვილია”,– განაცხადა პოჩეტინომ.
კომენტარები post