ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-წლადმელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ანდრო მარგიშვილი ასპარეზობდა. ქართველი მოჭიდავე ფინალში ირანელ მეტოქესთან, ამირჰოსეინ ბიგლართან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ანდროს გარდა მედლების მოპოვება ორმა ქართველმა მოჭიდავემ შეძლო, ოთარ ადეიშვილი 79კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მერაბ სულეიმანაშვილმა, რომელმაც 125კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავა.
კომენტარები post