საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა გიბრალტართან გამარჯვებით დაასრულა (1:2) და ჯგუფში პირველ ადგილს დაესაკუთრა.
მატჩის დასრულების შემდეგ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ L’EQUIPE-მა ჩვენი ნაკრების შესახებ დაწერა:
“საქართველოს ნაკრებს B ლიგაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ვილი სანიოლმა და საქართველომ C დივიზიონი მაინც გამარჯვებით დაასრულეს. ანგრიში ბრწყინვალე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, იქამდე, სანამ გიორგი წიტაიშვილი გიბრალტარს გატეხავდა. 18 შესაძლო ქულიდან 16-ის მოპოვებით ქართველებმა ძლიერი შთაბეჭდილება დატოვეს”,– წერს L’EQUIPE.
კომენტარები post