ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის"-ატლეტიკოს გულშემატკივარი რეალის უკრაინელ მეკარეს


  • 1 თვის წინ
"აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის"-ატლეტიკოს გულშემატკივარი რეალის უკრაინელ მეკარეს

მადრიდული დერბის წინ, "ატლეტიკოს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "რეალის" გოლკიპერს, ანდრეი ლუნინს შეურაცხყოფა მიაყენა.

კვირას გაიმართა მადრიდულ გუნდებს შორის  დაპირისპირება,  "ატლეტიკომ" კარასკოს ზუსტი თერთმეტმეტრიანით  თამაში მოიგო.  "რეალის" კარს მატჩში უკრაინელი ანდრეი ლუნინი იცავდა, ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია რაც კლუბის ღირსებას იცავს. 

გახურების დროს "ატლეტიკოს" გულშემატკივარმა ხმამაღლა დაიყვირა: "აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის". ეს ფრაზა მან რამდენჯერმე გაიმეორა.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეკრებილმა "როხიბლანკოს" ბევრმა გულშემატკივარმა ამ ადამიანის საქციელი დაგმო და უსტვინა.

ასევე დაგაინტერესებთ