როგორც მოგეხსენებათ, 10 დეკემბერს UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ბრაის მიტჩელთან გამართავს ბრძოლას.
აღნიშნულ შეჯიბრზე ბრიტანელი სპორტსმენი, პედი პიმბლეტიც იასპარეზებს.
ცნობილია ფაქტია, რომ თოფურიას და პიმბლეტს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ. წარსულში ერთ-ერთ ღონისძიებაზე, UFC-ის სასტუმროში ამ ორ მებრძოლს შეკამათება მოუვიდათ.
პიმბლეტმა მედიასთან თოფურიას შესახებ ისაუბრა:
“UFC-ის სასტუმროში აღარ დავრჩები. თოფურიას ნახვა არ მინდა, მირჩევნია სახლის შოვნა დავიწყო. არ მაქვს სურვილი, რომ სასტუმროში სოკოებთან და ხელის სადეზინფექციო ხსნარ ბიჭუნას შევხვდე. თავს მისგან შორს დავიჭერ.” – განაცხადა პიმბლეტმა.
კომენტარები post