“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “მან იუნაიტედთან” 1:2 წაგებული თამაში შეაფასა.
პრემიერ ლიგის სამ სასტარტო ტურში “ლივერპულმა” მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და მე-16 პოზიციას იკავებს.
“უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლოსკენ არასაკმარისად კარგები ვიყავით და სწორედ ამიტომ დავმარცხდით.
არც ისე ბევრი არგუმენტი გამაჩნია, იმიტომ რომ დავმარცხდით. სხვა დღეს, მეტი თავდაჯერებულობა რომ გვქონოდა, სიტუაციის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა.
იმ ფეხბურთის სათამაშოდ, რომლის თამაშიც ჩვენ შეგვიძლია, ბრძოლაა საჭირო. შაბათს იქნება საშინაო მატჩი და “ენფილდი” საოცარი უნდა იყოს. ჩვენ ტემპი და ცეცხლი უნდა დავანთოთ.
აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც „ლივერპულის“ ქომაგები ელიან – ბოლომდე ვიბრძოლებთ.” – აღნიშნა კლოპმა.
კომენტარები post