საწყისი 7 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში “ნაპოლი” საკმაოდ კარგად გამოიყურება, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 17 ქულა აქვს მოპოვებული და “ატალანტასთან” ერთად ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
მატჩის მიმდინარეობისას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი დისკვალიფიკაციის გამო სათადარიგოთა სკამზე არ იყო და მატჩის შემდეგ მედიის კითხვებსაც სპალეტის ასისტენტმა უპასუხა:
“პირველი 20 წუთი არასწორად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ გამარჯვების სურვილი გამოვავლინეთ. საერთო ჯამში ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა გამოგვივიდა.
მეორე ტაიმში იყო უხეში შეცდომები, რაც გოლადაც დაგვიჯდა, მაგრამ საერთო ჯამში შეხვედრა გამარჯვებამდე მივიყვანეთ.
ლუჩიანო სპალეტი რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა – მათ სპალეტის მითითებები არ გაითვალისწინეს და საყვედური მიიღეს. საბოლოო ჯამში, ლუჩიანო შედეგით კმაყოფილია.
ჯერ ახალგაზრდა გუნდი ვართ, სამუშაო ბევრი გვაქვს”,- განაცხადა დომენიკიმ.
კომენტარები post