ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

არაუხო საავადმყოფოში გადაიყვანეს - ურუგვაელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა


  • 1 თვის წინ
არაუხო საავადმყოფოში გადაიყვანეს - ურუგვაელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ლა ლიგის 36-ტურში კატალონიის "ბარსელონა" "სელტას" დაუპირისპირდა, შეხვედრა "ბარსელონას' გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩის 68-წუთზე მოედანზე ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა, გავი და რონალდ არაუხო ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. არაუხომ თავი შეიმაგრა და არ წაიქცა, მაგრამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გონება დაკარგა და მოწყვეტით დაეცა ძირს. არაუხო მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ არაუხო სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მას ტვინის შერყევა აქვს. ის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და გუნდს მალე დაუბრუნდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ