ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპორტი იმედზე” ინტერვიუში “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით გუნდს რამდენიმე ლიდერი დატოვებს.
“მამუკა ჯუღელი ახლაც უცხოეთშია და მიმდინარეობს მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის ტრანსფერებზე. დიდი ალბათობით, ისინი დაგვტოვებენ, მაგრამ ამით კლუბი ფინანსურად გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება მოგვეცემა უფრო გამოცდილი ფეხბურთელები და ლეგიონერები მოვიყვანოთ”,- განაცხადა ბერიძემ.
ერთი კვირის წინ თავად მამუკა ჯუღელმაც განაცხადა, რომ მათ მიმართ ინტერესი იტალიის სერია A-დან არის.
კომენტარები post