ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მომავალი სეზონიდან იტალიურ “ნაპოლიში” ითამაშებს. ამ ტრანსფერის შესახებ კომენტარი გიორგი ქინქლაძემ გააკეთა და ხვიჩას კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
“კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ და მსურს, მან ჩემზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს, რისი პოტენციალიც აქვს.
ხვიჩას მცველების მოტყუება უყვარს, მოედნის ხედვაც დიდებული აქვს და ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
არის თუ არა ჩემზე უკეთესი მოთამაშე? ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ეს კითხვა კვარას დაუსვით”, – განაცხადა ქინქლაძემ.
კომენტარები post