როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” 42 წლის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გულის შეტევა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა.
აღნიშნულ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე გამოეხმაურა:
“გიორგი ჭიაბრიშვილს მალე გამოჯანმრთელებას, მის ოჯახს და მეგობრებს მხნეობას ვუსურვებ. იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდები საყვარელ საქმეს” – განაცხადა შოთა არველაძემ.
ჭიაბრიშვილი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და სარეაბილიტაციო პერიოდს იწყებს.
კომენტარები post