ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზემ”, სერია ა-ში, ზედიზედ ორ მატჩში შეძლო ქულის მოპოვება. “ატალანტასთან” ლუკას გუნდმა 1:1 ითამაშა.
ორივე მატჩში 24 წლის ქართველმა მცველმა ორივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგი შეფასებებიც მიიღო.
“ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველაზე მთავარი ქულების მოპოვებაა. რა თქმა უნდა, ასეთ ძლიერ გუნდთან ქულის მოპოვება, რომელიც ამავდროულად, სატურნირო ცხრილის სათავეშიცაა, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ამ ყველაფერთან ერთად, ეს გასვლითი მატჩიც იყო, რომელიც ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ბერგამოში მოპოვებული ქულით კმაყოფილები ვართ.
რა თქმა უნდა, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში კარგად თამაში და ვფიქრობ, რომ ის სამუშაო, რომელსაც ვარჯიშის დროს ვატარებთ, გვეხმარება სრულყოფასა და მოედანზე წარმატების მიღწევაში. გუნდის ყველა წევრი ბრწყინვალედ უმკლავდება დაკისრებულ ამოცანას და ამიტომაც, მომავალს იმედიანად ვუყურებ”, – ასე ისაუბრა ლუკამ “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ.
კომენტარები post