27 წლის ფეხბურთელი მოჰამედ ტურაი ახლახან შეუერთდა შვედურ “მალმიოს” და ამ ტრანსფერის გამო საკუთარი ქორწილის გამოტოვება მოუწია.
შვედურმა კლუბმა სენეგალელ ფეხბურთელს სთხოვა, რომ წინა-სასეზონო შეკრება არ გამოეტოვებინა, რაზეც ფეხბურთელი დათანხმდა, ამის გამო სიძის როლის შესრულება თავის ძმას სთხოვა.
“დღეს მე ჩემს შეყვარებულზე დავქორწინდი. ახლა ის ჩემი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. როგორი გასაოცარი ადამიანია და როგორი ბედნიერებაა! ერთი სული მაქვს, ახალ ცხოვრებას შენთან ერთად როდის დავიწყებ.
ეს სურათები წინასწარ გავამზადეთ. ისე მოჩანს, თითქოს ვიყავი იქ, სადაც არ ვყოფილვარ. ქორწილში ჩემი თავი ჩემმა ძმამ წარმოადგინა. ახლა შევეცდები მეუღლე მალმიოში ჩამოვიყვანო, რათა ახლოს მყავდეს. ერთად ვიცხოვრებთ”,– დაწერა ფეხბურთელმა თავის სოციალურ ქსელში.
კომენტარები post