საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის “ჯეონბუკში” ვეღარ განაგრძობს. კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ:
“დამატებითი სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოთამაშის მონაცემები კლუბის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გადაწყდა, რომ ტრანსფერი აღარ შედგება. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივრებს, რომლებიც თორნიკეს ელოდნენ. ჩვენ მას მომავალში წარმატებას ვუსურვებთ.”
შეგახსენებთ, 30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ “აპოელში” გამოდიოდა.
კომენტარები post