“ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი ხრისტო სტოიჩკოვი საუბრობს ბარსას ბოლოდროინდელ ტრასნფერებზე, რომლებიც, მისი აზრით გუნდს გააძლიერებს. კონკრეტულად მან რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
“შენაძენით ძალიან გახარებული ვარ. გამორჩეული ბომბარდირია, რომელიც გუნდს ბევრ თვისებას შესძენს – და არა მხოლოდ საჯარიმოში”.
“მოედანზე ბევრს მოძრაობს, დიდ სამუშაოს ასრულებს”.
“ასეთი შემადგენლობით “ბარსელონა” ლა ლიგას მოიგებს, ამას უკვე ვამბობ” – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა Mundo Deportivo-სთან.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ამ ზაფხულს ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი დაიმატა.
კომენტარები post