ბოლო დღეებში ინგლისური და ესპანური მედია პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “ატლეტიკოს” უკავშირებენ.
იმ შემთხვევაშ, თუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს, ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
მადრიდელთა ფანები შესაძლო ტრანსფერს უკვე მაგრად აპროტესტებენ: სოციალურ ქსელებში დაიწყეს საპროტესტო აქცია ჰეშთეგით #ContraCR7, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა. “ატლეტიკოს” ფანებისთვის კრიშტიანო პირველ რიგში მისი წარსულის გამოა მიუღებელი – CR7 ხომ მადრიდის “რეალში” თამაშობდა და “ატლეტიკო” ბევრჯერ გაამწარა.
“ატლეტიკოს” გარდა რონალდოს ბედს მედია ყველაზე აქტიურად “ჩელსის” უკავშირებს. იყო საუბრები ლისაბონის “სპორტინგსა” და მიუნხენის “ბაიერნზეც”
კომენტარები post