ანთიმოზ ბიჩინაშვილი, მღვდელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დაწერა, ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ბასილაშვილის მიმართ აგორებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მოძღვარი დარწმუნებულია, რომ მას აუცილებლად გაამართლებენ.
“ნიკოლოზის მოძღვარი ვიყავი როცა მღვდელმოქმედებას ვასრულებდი, რაც 4-5 წელია აღარ ვარ ჩემი სულიერი შვილები გავუშვი. ახლა უფრო მეგობრები ვართ.
ძალიან ცუდია რაც ხდება. მოძღვარი, რომელიც ჯვარს დაწერს წყვილს და ეს ოჯახი დაიშლება, ეს იმ მოძღვრისთვის ძალიან ცუდია. ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო, ნეკა არ ყოფილა, ნიკოლოზმა გამაცნო ადრე შვიდი წლის წინ”, – ამბობს მღვდელი.
კომენტარები post