ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. მისი ტრანსფერი სერბულ გუნდს 300 000 ევრო დაუჯდა.
მაგრამ ამ თანხას სრულად “დინამო ბათუმი” ვერ მიიღებს. როდესაც ბათუმელებმა აზაროვი “დინამო თბილისიდან” შეიძინეს, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომ აზაროვის შემდეგი ტრანსფერიდან 40%-ს თბილისური კლუბი მიიღებდა.
შესაბამისად, 300 ათასი კიდევ 120-180 ათას ევროდ დანაწილდება.
კომენტარები post