“ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპულ პრესაში კვლავ ბევრს საუბრობენ. “კვარა” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს, ქართველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გამართულ 20 მატჩში 9 გოლი და 12 შედეგიანი პასია.
გერმანული გამოცემა Tz.de-ს ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” 2021 წელს ხვიჩა კვარაცხელიას დამატებასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
“როდესაც” ხვიჩა 20 წლის იყო და ყაზანის “რუბინში” თამაშობდა, “ბაიერნი” მისი დამატებით აქტიურად ინტერესდებოდა, მაგრამ “რეკორდმაისტერს” რუსული კლუბისთვის არ მიუმართავს. “ნაპოლი” ბევრად სწრაფი აღმოჩნდა და 10 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს ფეხბურთელი, რომლის შეჩერებასაც ვერავინ ახერხებს.
რა თქმა უნდა, “ბაიერნს” უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, ჯამალ მუსიალაც, თუმცა, შესაძლოა, ერთ დღეს გერმანულმა გრანდმა “კვარას” შეძენა კვლავ მოისურვოს…” – წერს გამოცემა.
კომენტარები post