“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ აღნიშნა, რომ კლუბმა “ბაიერნს” კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთა რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გუნდმა “ბარსას” რამდენიმე შეთავაზება უკვე დაბლოკა.
“ლევანდოვსკის თაობაზე ახალი შეთავაზება გავაკეთეთ და „ბაიერნისგან“ პასუხს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ის დადებითი იქნება”.
“მინდა, ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელსაც ის საჯაროდ იღებს, რათა ჩვენთან გადმოვიდეს”.
„ბაიერნი“ ამჟამად შემოთავაზებას აფასებს და ჩვენ მის პასუხს ველოდებით.“ – აღნიშნა ლაპორტამ.
კომენტარები post