როგორც ჩანს, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში კლუბზე ნაწყენია. მან კატალონიურ გუნდთან თანამშრომლობის გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“წასვლის გამო არ ვწუხვარ. მიხარია, “ბარსელონაში” დაბრუნების საშუალება რომ მომეცა, ამაზე ხუთი წელიწადი ვოცნებობდი. მხოლოდ ჩემი წასვლის ორგანიზება არ მომეწონა”.
“კონტრაქტის გაფორმებისას ცხადვყავი, რომ 12 წლის ბიჭი აღარ ვარ და ყველა საქმის ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე მინდა. მაგრამ ამ კლუბმა ბოლო წლებში შესცოდა. “ბარსელონა” არ ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისი ისტორია შექმნეს”.
“როგორც “ბარსას” გულშემატკივარი, კლუბისგან საქმეების სხვანაირად გაკეთებას ვისურვებდი. საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ – ეს სხვა შემთხვევა იყო. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ხავისა და პრეზიდენტის დაბრუნების შესაძლებლობისთვის”- განაცხადა ბრაზილიელმა
კომენტარები post